ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

21.02.2020 ინფორმაცია

21 თებერვალი, 2020

კომისიის წარმომადგენელი თორნიკე აფრიაშვილმა კალიფორნიის შტატში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით მიმდინარე სასწავლო ვიზიტში მიიღო მონაწილეობა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ტურის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კალიფორნიის დამოუკიდებელ სისტემის ოპერატორთან (CAISO), ენერგეტიკულ კომისიასთან, ბერკლის ენერგეტიკის ინსტიტუტში, კომპანია "kWh Analytics"-თან და ელექტროენერგიის და გაზის გამანაწილებელ კომპანია “PG&E”-სთან.

 კალიფორნიის ენერგეტიკულ სტრუქტურების მხრიდან განხორციელდა გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის ბაზრის მოდელზე, მის ისტორიასა და გამოწვევებზე. განხილული იქნა კალიფორნიის შტატში განახლებადი ენერგიების წყაროების ქსელში ინტეგრაციისა და მათი განვითარების შესაძლებლობები, მშენებლობის და ექსპლუატაციის რისკების მართვა. ასევე, მათი გავლენა ელექტროენერგიის ხარისხზე და მისი გამოსწორების საშუალებები. გარადა ამისა, სასწავლო ტურის ფარგლებში გაზიარებულ იქნა ელექტროენერგიის დამგროვებლების ინტეგრირების შესაძლებლობები, როგორც გადამცემ, ისე გამანაწილებელ ქსელებში, მათი მონაწილეობა და მნიშვნელობა პიკური დატვირთვების მართვაში და ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. გაზიარებულ იქნა ელექტრომობილის დამმუხტველი მოწყობილობების ქსელზე მიერთებისა და  მისი რეგულირების საკითხები.