ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

25.03.2020 რელიზი

25 მარტი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური  ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა.

ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება შეადგენს 1.2მლრდ კვტ/სთ-ს. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობისა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.

თბოსადგური შედგება შემდეგი დანადგარებისგან:  აირის ტურბოგენერატორი „21“ – 75 მგვტ ნომინამური სიმძლავრით, აირის ტურბოგენერატორი „22“ 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრითა და  ორთქლის ტურბოგენერატორი 80 მგვტ ნომინალური სიმძლავრით.