ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

მისია და სტრატეგია

მისია:

ჩვენი მიზანია კომისიის კომპეტენციის ფარგლებში ხელი შევუწყოთ ენერგო და წყალმომარაგების სექტორების განვითარებას. დარგის ეფექტურად რეგულიების მიზნით შევქმნათ სამართლებრივი საფუძვლები და დავაბალანსოთ რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესები. ტარიფების დადგენის პროცესში დავნერგოთ გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ახალი სტანდარტები.

ხედვა:

ავამაღლოთ რეგულირების სტანდარტები საერთაშორისო პროექტების რეკომენდაციებისა და დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, მათ შორის:

  • შევქმნათ სრულყოფილი სატარიფო მეთოდოლოგია;
  • გავაუმჯობესოთ მიწოდების საიმედოობა;

სტრატეგიული ამოცანები:

  • ერთიანი საბუღალტრო–სააღრიცხვო სისტემისა და ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების დანერგვა;
  • ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაუმჯობესება;
  • ელექტროენერგიის კომერციული მომსახურების ხარისხის სრულყოფა;
  • ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში კომერციული მომსახურების ხარისხის შემოღება;
  • კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ნდობის ფაქტორის ამაღლება;
  • კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ჰარმონიზაცია ევროპის შესაბამის კანონმდებლობასთნ.