ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

კომისიის წევრი

 

 

 

ოჩა შონია

დაიბადა 1966 წლის 31 დეკემბერს;

 განათლება:

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტიმიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი;

1999 USAID-ის ტრენინგების კურსი ,,ენერგეტიკული სისტემის ოპტიმალური განვითარების დაგეგმვა”;

2003 ERRA – CEER  ტრენინგების პირველი საერთაშორისო კურსი ბუდაპეშტში, უნგრეთი;

2004 კომუნალურ დაწესებულებათა კვლევითი ცენტრი/მსოფლიო ბანკის მე-15 საერთაშორისო თრეინინგი "კომუნალურ დაწესებულებათა რეგულირება და სტრატეგია" ფლორიდის უნივერსიტეტი გეინსვილი, ფლორიდა, აშშ;

2007 წ ERRA-CEU მე-5 საერთაშორისო ენერგეტიკის რეგულირების ზაფხულის სკოლა ბუდაპეშტი, უნგრეთი;

2008 ERRA  ტრენინგი: ფასის რეგულირება და ტარიფები ბუდაპეშტი, უნგრეთი; 

2009 ERRA ტრენინგი: ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების მიერ მონიტორინგის ჩატარება ბუდაპეშტი, უნგრეთი; 

2009 დაესწრო Global–ის სემინარს განახლებადი ენერგია ქსელზე მიერთებისას USEA, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, ა.შ.შ.

სამუშაო გამოცდილება:

1995 –1997 წწ მუშაობდა გარდაბნის თერმო ელექტროსადგურში წამყვან ინჟინრად;

1998 –2000 წწ მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ექსპერტად;

2002 წ. დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ეკონომიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად;

2002–2004 წწ მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად;

2005–2008 წწ მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად;

2008–2011 წწ მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტში ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსად;

08/2011 - 08/2017  იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი.

2017 წლის 22 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად მეორე ვადით.

ფლობს  ინგლისურ და  რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.