ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავხდე აბონენტი?
თუ თქვენ გსურთ მიიღოთ და მოიხმაროთ ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი ან სასმელი წყალი ამისათვის, პირველ რიგში, უნდა გახდეთ აბონენტი. აბონენტად დარეგისტრირება არის უფასო. - შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის სერვის ცენტრში ავსებთ განაცხადს და აწვდით მათ მიერ მოთხოვნილ საჭირო დოკუმენტაციას. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, კომპანია ადგენს აქტს. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები, ასევე მრიცხველის ტიპი, ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ აქტის შედგენაზე დასწრება, ხოლო კომპანია ვალდებულია, რომ გაცნობოთ აქტის შედგენის თარიღი და დრო. თუ ფართის შეძენისას ყოფილ მეპატრონეს არ აქვს დაფარული ელექტროენერგიის,ბუნებრივი გაზის ან წყალმომარაგების დავალიანება, თქვენ არ გევალებათ მისი გადახდა. აბონენტად დარეგისტრირების შემდეგ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, გამანაწილებელ კომპანიასა და თქვენს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ამის შემდეგ კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ელექტროენერგიით,ბუნებრივი გაზით ან სასმელი წყლით მომარაგება, თუ განაცხადის ფორმაში მომასახურების მიწოდების კონკრეტული თარიღი არ გაქვთ მითითებული.
როგორ ხდება მომსახურების საფასურის დარიცხვა და როგორია მისი გადახდის წესები?

თქვენ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალურად. აღრიცხვა ხორციელდება ყოველთვიურად და, შესაბამისად, ქვითარიც მოგეწოდებათ ყოველთვიურად, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. თქვენ მიერ მოხმარებული მომსახურების საფასური, რომელიც სრულად არის ასახული ქვითარში, უნდა გადაიხადოთ ქვითარში მითითებულ ვადაში. თუ თქვენ არ გადაიხადეთ დავალიანება ქვითარში მითითებულ გადახდის ვადაში, გამანაწილებელი კომპანია უფლებამოსილია შეგიწყვიტოთ მომსახურება. გათიშვის შემთხვევაში თქვენ მიერ დავალიანების სრულად დაფარვიდან არა უმეტეს რვა საათში კომპანიამ უნდა მოახდინოს მომსახურების აღდგენა.

– ქვითრის არმიღება არ განთავისუფლებთ გადასახადისგან. გადახდა შესაძლებელია აბონენტის ნომრის მითითებით.

– დაუშვებელია დავალიანების გამო ელექტროენერგიის გათიშვა საღამოს საათებში, უქმე ან დასვენების დღეებში და მათ წინ.

როგორ ხდება ახალი მომხმარებლის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება?

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით პირმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს გამანაწილებელ კომპანიას. მიერთების მსურველი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს მიერთების საფასურის 50% (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნილია გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი სახლის მიერთება. ამ შემთხვევაში მიერთების მსურველი ვალდებულია, საფასური გადაიხადოს სრულად). მიერთების საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

ძაბვის

საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე

მიერთების უზრუნველყოფის

პერიოდი - ვადა
(სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლისმიერთების საფასური დღგ-ისჩათვლით,

ლარი

0.220

1-10

40

400

0.380

1-10

40

1200

10 დან -30

40

4700

30 დან-50

40

7000

50 დან -80

40

10500

80 დან - 100

40

12000

100 დან-120

40

14000

120 დან -200

45

21500

200 დან -320

60

33000

320 დან -500

60

50500

500 დან -800

90

80000

800 დან -1000

90

100000

6.-10

1-500

60

48500

500 დან -1000

90

94000

1000 დან -1500

90

137000

1500 დან -2000

90

177000

2000 დან -3000

90

257500

3000 დან -5000

90

416000

დარჩენილი თანხა საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს 20 დღის, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა - 10 დღის განმავლობაში.

გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად. თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის,  თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით), განაცხადზე დადგინდება ხარვეზი და დარჩება განუხილველად. ამ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანია მსურველს 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნებს მის მიერ გადახდილ საფასურს. თავის მხრივ, მიერთების მსურველს უფლება აქვს, მოითხოვოს საფასურის დაბრუნების გადავადება ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.

გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანია კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით.