ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

04.03.2020 სხდომის შედეგები

4 მარტი, 2020

 

კომისიამ 2020 წლის 4 მარტის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილა. საკითხების უმრავლესობა შეეხებოდა ელექტროენერგიის და წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების საკითხებს.

კომისიამ განიხილა საკითხი შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 24 მარტი, ხოლო აქტის გამოცემის ვადად - 2020 წლის 26 აპრილი. 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კომისიამ სრულად დააკმაყოფილა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“, ხოლო ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მოთხოვნები მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის თაობაზე.