ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

11.02.2020 რელიზი

11 თებერვალი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  წევრი მაია მელიქიძე განახლებადი ენერგიების შესახებ ინვესტორთა ინტერაქტიული გზამკვლევის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგა. მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობაზე, მის ხელშემწყობ მექანიზმებსა და ამ მიმართულებით კომისიის როლსა და პროექტებზე.

ღონისძიებაზე USAID ენერგეტიკის პროგრამამ „განახლებადი ენერგიების შესახებ ინვესტორთა ინტერაქტიული გზამკვლევი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ოფიციალურად გადასცა. გზამკვლევში გაერთიანებულია ყველა სახის საჭირო ინფორმაცია და პროცედურა, რომელიც დაეხმარებათ განახლებადი ენერგიების საკითხებით დაინტერესებულ ინვესტორებსა და დეველოპერებს.   

მაია მელიქიძე წლების განმავლობაში მუშაობს განახლებადი ენერგიების მიმართულებით. მისი ინიციატივით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია შეიქმნა. RES Lab-ის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა.

ამასთანავე, მაია მელიქიძე, აკადემიკოს დემურ ჩომახიძესთან ერთად არის განახლებადი ენერგიების შესახებ წიგნის ავტორი, რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნა.