ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

24.01.2020 რელიზი

24 იანვარი, 2020

24 იანვრის საჯარო სხდომაზე ცვლილებები შევიდასასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“.

ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, 1 თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდება, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი), იქ არსებული საფასური ნარჩუნდება.