ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

რელიზი

27 დეკემბერი, 2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2019 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული 3500 მდე სადავო საკითხი განიხილა. მომხმარებელთა საჩივრების უმეტესობა  მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ერთ წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 2.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

წლის განმავლობაში სემეკში გამართულ  114 საჯარო სხდომაზე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს 636 საკითხზე. აქედან, 90% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს. კომისიაში განსახილველად შემოსული მომხმარებელთა განცხადება/საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შეუსაბამო საფეხურის ტარიფით დარიცხვას.