ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

28.01.2020 რელიზი

28 იანვარი, 2020

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მარეგულირებელი კომისიის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზების, ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირების, კომისიის ახალი ფუნქციებისა და გამოწვევების შესახებ. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიის პრიორიტეტებზე რეგულირებად სექტორებში. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მომსახურების ხარისხის დახვეწაზე, რეგულირების სტანდარტების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე.     

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ კომისიის წევრები გიორგი ფანგანი და მაია მელიქიძე და დეპარტამენტების წარმომადგენლები. 

ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში, რომლითაც ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა, 15 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. კვირეულის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რეფორმირების პროცესი, საინვესტიციო ხელშეწყობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო თანამშრომლობა, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.