ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

28.02.2020 რელიზი

28 თებერვალი, 2020

2020 წლის 28 თებერვალს კომისაში გაიმართა შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საკონსულტაციო კომპანია NERA-ს წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრი მაია მელიქიძე და კომისიის ელექტროენერგეტიკული და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრა შეეხებოდა EBRD-ს დაფინანსებით დაგეგმილ პროექტს - 50 მეგავატიანი მზის სადგურის ქსელში ინტეგრაციის აუქციონის მექანიზმის დანერგვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრაზე კომისიის წარმომადგენლებმა საკონსულტაციო კომპანია NERA-ს დელეგაციას გააცნეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.