ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

30.01.2020 რელიზი

30 იანვარი, 2020

კომისიის 2020 წლის 30 იანვრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა საჩივრები განიხილეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები შეეხებოდა დავებს მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის.

კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან განხორციელებულ დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საკითხებს. საჯარო სხდომაზე განსახილველად საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. კომისიამ მომხმარებლებს დღეს 3721 ლარი ჩამოაწერა.