ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

ინფორმაცია

15 იანვარი, 2020

 

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კომისიაში შემუშავდა პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება და 400 ლარი გახდება. აქამდე, მიერთების საფასური 500 ლარი იყო. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე განუწილვადოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიერთების საფასურის შემცირება დაგეგმილია იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. 100 და 150 მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო, რაც რიგ შემთხვევებში სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით.

ამ საკითხზე კომისიაში 2019 წლის 22 ნოემბრიდან მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.