ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

კომისია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

16 მარტი, 2020

ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების პრევენციის მიზნით კომისია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და დროებით შეწყვიტა ოფისში კონსულტაციები.

მოქალაქეებს კომისიაში ვიზიტის გარეშე შეუძლიათ გამოაგზავნონ განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org, ასევე გაიარონ კონსულტაცია ქოლცენტრის ნომერზე 16 216 სამუშაო საათებში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (ზარი უფასოა) ან კომისიის https://www.facebook.com/GNERC/ გვერდის საშუალებით.

კომისია უფლებამოსილია, საჯარო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილოს დაინტერესებულ პირთა სხდომაზე დასწრების გარეშე. 

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის წარმომადგენელს ან/და მოქალაქეს ექნებათ საჯარო სხდომაზე დასწრების სურვილი, კომისია სთავაზობს ონლაინ ჩართვას პროგრამა Skype-ის საშუალებით, კომისიაში მოსვლის გარეშე. მისამართი: skype@gnerc.org (სხდომაზე ჩართვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ სხდომამდე მინიმუმ 1 საათით ადრე, რათა შემოწმდეს კავშირი). 

ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ან კომპანიის წარმომადგენელი მაინც გამოცხადდება კომისიაში სხდომაზე დასასწრებად, მათთვის კომისიის შემოსასვლელში მოეწყობა ონლაინ ჩართვისთვის საჭირო სივრცე.