საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

  • მთავარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • საჯარო წარმოება

ცნობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის 20 ივლისის #59/8 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლი, აგრეთვე ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე–4 და მე-5 მუხლები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 19 ივლისის #59/8 გადაწყვეტილების თანახმად, კომისიის დადგენილებების პროექტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2018 წლის 17 აგვისტო, ხოლო დადგენილებების გამოცემის ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ოქტომბერი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ: 032 242 01 80; ფაქსი: 032 242 01 60.

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N83/15 გადაწყვეტილებით, აქტის გამოცემის ბოლო ვადა გაგრძელდა 2019 წლის 28 თებერვლამდე.

იხილეთ დადგენილების პროექტი

© 2014 GNERC. All Rights Reserved.