ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

დასრულდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

26 ივლისი, 2018

30.08.2018 #21 დადგენილებით დასრულდა


ც ნ ო ბ ა

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 და მე-13 მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 133-ე,  115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად კომისიის 2018 წლის 26 ივლისის #61/20 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის № 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

„საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის № 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 23 აგვისტო18 საათი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018  წლის 14 სექტემბერი.

მისამართი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 08, ფაქსი: 032 242 01 60