ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

შეწყდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

8 თებერვალი, 2019

შეწყდა

ცნობა

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) 2019 წლის 8 თებერვლის №10/5 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში (სამივე სექტორში დამტკიცებულ „მიწოდებისა და მოხმარების წესებში“) ცვლილებების შეტანის მიზნით.

დადგენილების პროექტზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 13 მარტი, ხოლო მისი გამოცემის ბოლო ვადად - 2019 წლის 31 მაისი.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლი, აგრეთვე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 და მე-5 მუხლები.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია კომისიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19. ტელ: 032 242 01 80; ფაქსი: 032 242 01 60. დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი