ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

17 იანვარი, 2020

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში, კომისიის 2020 წლის 17 იანვრის №3/1 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „დავების განხილვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – დადგენილების გამოსაცემად. 

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლი, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე და 155-ე მუხლები. 

ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 28 თებერვლის 17:00 საათი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად - 2020 წლის 31 მარტი. 

მოსაზრებების წარმოდგენა მატერიალური ფორმით შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისაში (მისამართი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19), ხოლო ელექტრონული ფორმით ელ.ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org

დაინტერესებულ პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ განმარტებითი ბარათი საჯარო წარმოების დაწყებაზე

იხილეთ დადგენილების პროექტი