ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

11 მარტი, 2020

ცნობა

ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი, შპს „ენერგია +“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2020 წლის 11 მარტის №25/11 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 17 აგვისტო, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 8 აპრილი, 18:00 საათი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194  ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის  ქ. № 19,  ტელ.: 032 242 01 80,  ფაქსი: 032 242 01 60  

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი