ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

19 მარტი, 2020

ცნობა

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12, მე-13 და 29-ე მუხლების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10-ე და მე-13 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, მე-100, 103-ე, 115-ე, 116-ე, 118-ე და 177-ე მუხლების თანახმად, კომისიამ 2020 წლის 19 მარტის საჯარო სხდომაზე #28/4 გადაწყვეტილბით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

კომისიაში გამოგზავნილი 2019 წლის 6 თებერვლის წერილით,  განაწილების ლიცენზიატმა მოითხოვა მის სახელზე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირება, კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სალიცენზიო არეალში 55 დასახლებული პუნქტის დამატება. წარმოდგენილ განაცხადზე კომპანიას დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვლეად. კომპანიამ მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოადგინა 2020 წლის 10 მარტს.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 22 აპრილი, ხოლო აქტის გამოცემის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 1 თვით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 10 მაისი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194 ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. № 19, ტელ.: 032 242 01 80, ფაქსი: 032 242 01 60

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.