ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

დერეგულირებული (მცირე სიმძლავრის) ელექტროსადგურები

საქართველოს კანონის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 493 მუხლის თანახმად 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ყველა ელექტროსადგური დერეგულირებულია, გარდა იმ თბოელექტროსადგურისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულია გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტის თანახმად, დერეგულირებული (მცირე სიმძლავრის) ელექტროსადგურად ჩაითვლება ელექტროსადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მეგავატს. ამასთანავე, ამ ტერმინით, კონტექსტიდან გამომდინარე, აღინიშნება პირი, რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს აღნიშნულ ელექტროსადგურს. აგრეთვე, ამავე კანონის 234 მუხლის თანახმად, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური უფლებამოსილია ელექტროენერგია მიჰყიდოს როგორც კვალიფიციურ საწარმოს, ისე საცალო მომხმარებელს.

დერეგულირებული ელექტროსადგურები, რომელთა საპროექტი სიმძლავრე არ აღემატება 13 მგვტ-ს, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე  საქმიანობენ კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიისა და დადგენილი ტარიფის გარეშე.