13.07.2017 სხდომის შედეგები
13 ივლისის საჯარო სხდომის შედეგები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 13 ივლისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.
კომისიამ განიხილა მოქალაქეთა საჩივრები შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო: მოქალაქე მ.ბუჩუკურს ჩამოეწერა 1370.06 ლარი; მოქალაქე ნ.გომიაშვილს - 1092.36 ლარი; მოქალაქე ხ.გომიაშვილს - 811.28 ლარი; მოქალაქე დ.სუჯაშვილს - 852.87 ლარი; მოქალაქე ი.სუჯაშვილს - 1168.50 ლარი; მოქალაქე გ.ქავთარაშვილს - 1165.57 ლარი; მოქალაქე თ.ქავთარაშვილს - 936.01 ლარი; მოქალაქე ო.ქუქიშვილს - 711.04 ლარი; მოქალაქე ქ.ჯაბანაშვილს - 413.55 ლარი.
გარდა ამისა, ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით კომისიამ იმსჯელა მოქალაქეთა საჩივრები სს „თელასთან“ მიმართებაშიც. გადაწყვეტილებების შესაბამისად: მოქალაქე ნ.თავდიშვილს ჩამოეწერა 1494.98 ლარი; მოქალაქე ბ.მახარაძეს - 2424.88 ლარი; მოქალაქე ნ.ასანიძეს - 3197.41 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კედარს“ - 174.81 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მეგობრული კორპუსი 47“-ს - 847.13 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედის სახლს“ – 3417.19 ლარი.
გაიმართა ზეპირი მოსმენა ქ.ლაგოდეხში არსებული გაუმართავი წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე კომისიის წევრებმა ქ.ლაგოდეხის მცხოვრებლებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პოზიციები მოისმინეს.
მოქალაქე ვ.ბერიძიშვილს ჩამოეწერა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ დარიცხული 219.10 ლარი.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დარიცხული 28 046.30 ლარი ჩამოეწერა ა(ა)იპ „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრს“; შპს „დავიდეს“ – 8542 ლარი, ხოლო შპს „ჩოპ შოპს“ – 3456.71 ლარი. დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ.მეტრეველის საჩივარი ამავე კომპანიის წინააღმდეგ. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ლაიქის“ საჩივარი. კერძოდ, ძალაში დარჩა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, ხოლო შპს "ლაიქზე" დარიცხული თანხა გაკორექტირდა.
20 ივლისის საჯაროს სხდომაზე გაგრძელდება „ამხანაგობა ჩემი სახლი რობაქიძეზე“ დამფუძნებლის, დავით მალანიასა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შორის არსებული დავის განხილვა, ხოლო 14 ივლისის საჯარო სხდომაზე გაგრძელდება მსჯელობა შპს „ბაგოს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და შპს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის ფილიალი საქართველოში“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. ერთი კვირის ვადით გადაიდო მსჯელობა შპს „ჯი საფლაის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ.
არ დაკმაყოფილდა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნა, მომხმარებლის (ზურაბ ცერცვაძე) ობიექტზე სიმძლავრის გაზრდის, უზრუნველყოფის პერიოდის გაგრძელების თაობაზე.
დაკმაყოფილდა მოქალაქეების ნ.ხუციშვილისა და ზ.ჭელიძის საჩივრები შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წინააღმდეგ.