10.07.2017 რელიზი
18 ივლისს სემეკი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს
მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.
მიმდინარე წლის 18 ივლისს კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.