ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

25.07.2018 რელიზი

25 ივლისი, 2018

 

 

კომისიის 25 ივლისის საჯარო სხდომაზე სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“,   სს „საჩხერეგაზის“ და სს „ენერგოკავშირის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფები დადგინდა. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ და სს „საჩხერეგაზის“ ახალი ტარიფები ძალაში შევა 2018 წლის პირველი აგვისტოდან და იმოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სს „ენერგოკავშირის“ ახალი ტარიფები - 2018 წლის 27 ივლისიდან და იმოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფმა - 1.884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია - 16.301 თეთრი/მ3. ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა - 53.023 თეთრით/მ3 (დღგ-ის ჩათვლით). სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ განაწილების არეალია ქ. თელავი და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები.

სს „საჩხერეგაზის“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფმა - 1.884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია - 14.965 თეთრი/მ3. ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა - 51.447 თეთრით/მ3 (დღგ-ის ჩათვლით). სს „საჩხერეგაზის“  განაწილების არეალია ქ. საჩხერე და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები.

სს „ენერგოკავშირის“ რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფმა - 1.884 თეთრი/მ3, ხოლო განაწილების ტარიფია - 13.337 თეთრი/მ3. ასევე, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა - 49.526 თეთრით/მ3 (დღგ-ის ჩათვლით). სს „ენერგოკავშირის“ განაწილების არეალს წარმოადგენს ქ. თბილისი, მუხიანის დასახლება.