საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ბმულები
  • კომისიის შესახებ
    • კომისია
    • დებულება
    • კომისიის თავმჯდომარე
    • კომისიის წევრები
    • სტრუქტურა და ფუნქციები
    • ისტორია
  • სამართლებრივი აქტები
    • კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები
    • კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
    • ადმინისტრაციული საჩივრის ვადები
    • საჯარო სხდომები
    • საჯარო წარმოება
    • კომისიის ანგარიშები
    • ვაკანსიები და კონკურსები
    • ტენდერები და შესყიდვები
    • საჯარო ინფორმაციის გაცემა
    • რეგულირებადი საწარმოების ჩამონათვალი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • პარტნიორები
    • პროექტები
  • მომხმარებლები
  • მედიისათვის

01.08.2019 რელიზი

  • მთავარი
  • საჯარო სხდომების შედეგები (პრესრელიზი)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 1 აგვისტოს საჯარო სხდომაზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება წარმოადგენს სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებულ გეგმურ პროცესს, რომელსაც სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ყოველწლიურად ახორციელებს.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სატარიფო განაცხადის გეგმური გადახედვის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის მიზნით;

შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, სს „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზის“, შპს „თელავგაზის“ სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით;

ამასთანავე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანიების - შპს „გარდაბნის თბოსადგურის“, შპს „ჯიფაუერის“ სატარიფო განაცხადების გეგმური გადახედვის ფარგლებში გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების წესის შესაბამისად, კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2019 წლის 31 დეკემბერი.

უკან

კომისიის საქმიანობის კალენდარი
შემდეგი სხდომის დღის წესრიგი >> წინა სხდომის შედეგები >>
ელექტროენერგია
ბუნებრივი გაზი
წყალი
რუკები
ქსელზე მიერთების საფასური
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
ხშირად დასმული კითხვები
განაცხადების ტიპური ფორმები მომხმარებლებისათვის
© 2014 GNERC. All Rights Reserved.