განცხადება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინიციატივით 2017 წლის 11 იანვრიდან დაიწყო „მისტიური მომხმარებლის“ კვლევითი პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მომსახურების ცენტრებში შემოწმდება თუ რამდენად შეესაბამება კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს კომპანიებში მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი.