ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ

როგორ დავზოგო წყალი და ენერგია

როგორ დავზოგოთ გაზის მოხმარება გათბობაზე

 

  • გათბობის ხარჯების დასაზოგად პირველი ნაბიჯია გათბობის მოწყობილობის განახლება და შეკეთება. გათბობის მოწყობილობის ეფექტიანი მუშაობის აუცილებელია პერიოდული გაწმენდა-გასუფთავება;
  • სახლში ტემპერატურის რეგულირებისთვის გამოიყენეთ თერმოსტატი. ღამით ან სახლში არყოფნის პერიოდში დააყენეთ თერმოსტატი 3 გრადუსით უფრო დაბლა. შეამოწმეთ რეგულარულად თქვენი თერმოსტატი. ყოველი 1 გრადუსით ტემპერატურის გადაჭარბება იწვევს ენერგიის მოხმარების 8-10 %-ით ზრდას;
  • გააუმჯობესეთ შენობა-ნაგებობაში ფანჯრებისა და სახურავის თბოიზოლაცია, ეს შეინარჩუნებს შენობაში სითბოს უფრო ხანგრძლივად;
  • გათბობის სისტემის კომპონენტებზე აუცილებელია სათანადო თბოიზოლაციის შენარჩუნება;
  • არ განათავსოთ ფარდები და ავეჯი ისე, რომ სითბოს მოდინებას შეუშალოთ ხელი;
  • არ გაათბოთ სივრცე, რომელსაც არ იყენებთ. დახურეთ კარები და გადაკეტეთ გამათბობლები იშვიათად გამოყენებულ ოთახებში და გახსენით ისინი, როდესაც დაგჭირდებათ. თქვენს მიერ გასათბობი სივრცის მინიმუმამდე შემცირებით, მნიშვნელოვნად დაზოგავთ გადასახადებს გათბობაზე.

როგორ დავზოგოთ გაზის მოხმარება სამზარეულოში:

  • სამზარეულოში მოწყობილობების ყიდვისას უპირატესობა მიანიჭეთ ენერგოეფექტიან მოწყობილობებს;
  • გამოიყენეთ სანთურა, რომელიც შეესაბამება ჭურჭლის ზომას;
  • გამოიყენეთ ჭურჭლის თავსახური სითბოს შესანარჩუნებლად და მომზადების დროის შესამცირებლად;
  • გამორთეთ ქურა დროულად, როცა სითხე ადუღდება;
  • გაალღვეთ საკვები სანამ დაიწყებთ მის მომზადებას და შეამცირეთ ენერგიის გამოიყენება გალღობაზე;
  • მოერიდეთ ღუმელის კარის გაღებას - ყოველ ჯერზე სითბოს 20% იკარგება;
  • გამორთეთ ღუმელი ტაიმერამდე რამდენიმე წუთით ადრე - დარჩენილი სითბო დაასრულებს საქმეს;

როგორ დავზოგოთ გაზი ცხელი წყლის მოხმარებისას:

  • შეინარჩუნეთ ცხელი წყალი 54 °C- ზე, ენერგიის დაზოგვისა და დამწვრობის თავიდან ასაცილებლად;
  • დაუყოვნებლივ შეაკეთეთ მოწყობილობები, საიდანაც წყალი მუდმივად წვეთავს - ცხელი წყალი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში წვეთავს, შეიძლება შეავსოს 16 აბაზანა (დაახლოებით 3,600 ლიტრი).