ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

პირდაპირი მომხმარებელი

პირდაპირ მომხმარებლი არის საბითუმო ელექტროენერგეტიკული ბაზრის  მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელიდან, აღნიშნულ ქსელზე (ქსელებზე) მდებარე მიწოდების წერტილებიდან ჯამურად, კალენდარული წლის შედეგებით, საშუალოდ თვიურად მოიხმარს არანაკლებ 15 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. ამ ტიპის მომხმარებელი სავალდებულო წესით რეგისტრირდება პირდაპირი მომხმარებლის სტატუსით. პირდაპირი მომხმარებელი შეუძლია გახდეს ასევე ნებისმიერი სხვა მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“დადგენილ მოთხოვნებს და ნებაყოფლობით არის რეგისტრირებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი.