ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

სარეგისტრაციო ფორმა

პროექტ „მედია კლუბის“ ფარგლებში ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, თემატიკა მოიცავს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში; ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული დირექტივების ჰარმონიზებას ქართულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს ენერგეტიკაში.

ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. ასევე, დაგეგმილია უცხოელი ექსპერტების მოწვევა ევროპული დირექტივების იმპლემენტაციის საკითხებზე. ტრენინგები დაიწყება 2020 წლის თებერვალში და მისი ხანგრძლივობა იქნება 4 თვე. გაიცემა სერტიფიკატი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 იანვარი.

* ველი სავალდებულოა
Captcha