ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

თბოსადურები (გარანტირებული სიმძლავრე)

გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს კომისია უდგენს გარანტირებული სიმძლავრის საფასურს და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრულ (ზედა ზღვარი) ტარიფს.

გარანტირებული სიმძლავრის წყაროები გამოიყენებიან ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელთაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა გარანტირებული სიმძლავრისა და მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით სისტემის უზრუნველყოფის პერიოდის მიხედვით ინდივიდუალურად.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისს №193 დადგენილებით განისაზღვრება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრის წყაროები, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალურ გარანტირებული სიმძლავრეების ოდენობა და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები. თითოეული გარანტირებული სიმძლავრის წყაროსთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასური დადგენილია „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებით.