21.02.2020 (EN)

21 February, 2020

მედია კლუბის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგ კურსის მეორე შეხვედრის დროს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ ისაუბრა ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციების, ელექტრონული პლატფორმისა და ვაჭრობის მექანიზმების შესახებ.

ტრენინგ კურსში მონაწილეობენ მედიის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებლების წარმომადგენლები. ტრენინის ფარგლებში შეხვედრები ორ ეტაპად მიმდინარეობს.

ტრენინგ კურსი მოიცავს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში; ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული დირექტივების ჰარმონიზებას ქართულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს.