Forbes 20.11.2023 (EN)

21 November, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი, გივი სანიკიძე საირიგაციო სექტორის რეგულირების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე საუბრობს:

„სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია და მოწინავე პოზიციები უჭირავს ქვეყნის ექსპორტში, მისი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (6%) საკმაოდ დაბალია, რაც, თავის მხრივ, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს. პროდუქტიულობის ზრდისა და მაღალი ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ერთ-ერთ მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს კი ეფექტიანი საირიგაციო მომსახურება წარმოადგენს. ირიგაციის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება  კლიმატის გლობალური ცვლილებების კონტექსტშიც. ამ მიმართულებით ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. იხილეთ ვრცლად>>