Forbs 10.04.2023 (EN)

1 May, 2023

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე განახლებადი ენერგიების ახალ რეგულაციებზე საუბრობს:

„ნეტო-აღრიცხვის ანუ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროელექტროსადგურების აქტიური დანერგვა პრაქტიკაში 2016 წელს დაიწყო და განსაკუთრებული აღმავლობა 2019 წლიდან განიცადა. ამჟამად მიკროსადგურების ჯამური სიმძლავრე შეადგენს 40 მეგავატს (93% – მზის სადგურები), იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების (კვალიფიციური საწარმოების) სიმძლავრე მიმდინარე მომენტისათვის ნულის ტოლია, ხოლო ქარის სადგურების – 20 მეგავატის. აღნიშნული ფაქტი ნეტო-აღრიცხვის მთავარი დადებითი მხარეა, თუმცა არსებობს უარყოფითიც და მათ შორის პირველ რიგში ის, რომ მახინჯდება ანგარიშსწორების საათობრივი პრინციპი, სხვადასხვა დროს წარმოებული და მოხმარებული ენერგიების გაქვითვით და მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებული და გაქვითული ენერგიის მოცულობაზე ქსელის მომსახურების საფასურის არ გადახდით, . რაც ჯერჯერობით არაარსებითია, თუმცა ქსელური ტარიფების დამძიმების გათვალისწინებით, სამომავლოდ ყურადსაღები ფაქტორია. იხილეთ ვრცლად>>