საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (EN)

11 March, 2020

ცნობა

ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი, შპს „ინტერ გაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, კომისიის 2020 წლის 11 მარტის №25/14 გადაწყვეტილების თანახმად, დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 21 აგვისტო, ხოლო აღნიშნული დადგენილების შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 8 აპრილი, 18:00 საათი.

მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში. მისამართზე: 0194  ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის  ქ. № 19,  ტელ.: 032 242 01 80,  ფაქსი: 032 242 01 60 

დაინტერესებული პირი საკუთარი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

იხილეთ დადგენილების პროექტი

იხილეთ განმარტებითი ბარათი