*303# communal services

*303# მომსახურება

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დანერგილი სოციალური მომსახურება *303# ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მობილურ ტელეფონებზე *303# კოდის აკრეფით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ან/და კომუნალური მომსახურების კომპანიებიდან გამოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

 

მობილურ ტელეფონზე *303#-ის აკრეფით შეგიძლიათ:

  • მიიღოთ ელექტრონული ქვითარი და გადაამოწმოთ მიმდინარე ბალანსი;
  • მოითხოვოთ დარიცხვის გადამოწმება (წერილობითი განმარტება):
  • მიმდინარე დარიცხვა (დამერიცხა მეტი, დამერიცხა ნაკლები, დაანგარიშდა არასწორი ტარიფით, ქსელური მომსახურების საფასურის დარიცხვაზე);
  • დეპოზიტის დარიცხვა;
  • არ დარიცხვა.
  • დააფიქსიროთ მომარაგების პრობლემა:
  • მაღალი ძაბვა/წნევა;
  • დაბალი ძაბვა/წნევა;
  • ძაბვის ციმციმი;
  • წნევის ცვალებადობა;
  • ხშირი წყვეტა;
  • სასმელი წყლის ხარისხი.
  • მრიცხველი ჩვენება დააფიქსიროთ;
  • ავარიული წყვეტა დააფიქსიროთ ოპერატიული რეაგირებისთვის;
  • დაამატოთ ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე.