02.02.2024 განცხადება

2 თებერვალი, 2024
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 1 თებერვლის №№4/7, 4/8, 4/9, და 4/10 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა საჯარო მომსახურების გამწევი თბოელექტროსადგურების (გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) 2024 წლის იანვარი-ივნისისთვის შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი და ანგარიშსწორების პირობა:
- შესყიდვის ფასი 210 (ორას ათი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
- ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით.