04.05.2023 რელიზი

4 მაისი, 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გამართულ ფორუმში - ,,კიშინიოვის ურბანულ-სოციალური ფორუმი - 2023” (Urban Social Forum Chisinau – 2023) მიიღო მონაწილეობა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, როგორც მიწვეულმა სპიკერმა, ენერგოეფექტური ქალაქის შესახებ თემატურ პანელზე წარადგინა პრეზენტაცია  საქართველოში ენერგოეფექტურობისა და ნეტო-აღრიცხვის შესახებ. 

ფორუმში მონაწილებდნენ მოლდოვის სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. მარეგუ;ირებელი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ფორუმში მონაწილეობა მიიღო კომისიის წევრმა, გოჩა შონიამ.

ურბანულ-სოციალურ ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეფექტური ქალაქების განვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. პანელურ დისკუსიებზე განიხილეს სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები სხვადასხვა ქვეყნებში.