04.06.2020 სხდომის შედეგები

4 ივნისი, 2020

4 ივნისის საჯარო სხდომაზე კომისიიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა, რომელთა უმრავლესობა ელექტროენერგიისა და ბუნერივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალ მიერთებებს ეხებოდა.

ასევე კომისიამ დავების განხილვის ახალი წესები დაამტკიცა. ახალი წესების მიღების საფუძველია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტის განსაზღვრული მოთხოვნები. კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია სადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია საკუთარი ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე.

წესების მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაადგინოს კომპანიებს, ასევე, მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების განხილვის პროცედურები, განსაზღვროს კომპანიების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების ან/და თანხის დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტი.