06.08.2020 რელიზი

6 აგვისტო, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 6 აგვისტოს საჯარო სხდომაზე შპს „ინტერ გაზს“  ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.

რეგულირებადი მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 49. 297 თეთრი/მ3-ს;

მიწოდების ზღვრული ტარიფი -30.092 თეთრი/მ3-ს;

განაწილების საქმიანობის ტარიფი - 9.790 თეთრი/მ3-ს;

ტარიფები ძალაში იქნება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე.

შპს „ინტერ გაზი“ ოპერირებს ახალციხის მუნიციპალიტეტში.

ასევე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამატებით 19 დასახლებულ პუნქტს კომისიის მიერ დადგენილი საფასურითა და პირობებით  შეეძლება  ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება.  ეს დასახლებული პუნქტებია: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები - გვარა, ქვედა კვირიკე, ჩაისუბანი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნიგოეთი და ჭყონაგორა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები - ბაისუბანი და პატარაგორი; თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიხორი; ვანის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა ბზვანი და ზედა გორა; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები - აკაურთა და დისველი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები - მეტეხი, გომი, ნიაბი, ზემო ჩოჩეთი, ახალქალაქი; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა; მარტვილის მუნიციპალიტეტი -  ქალაქი მარტვილი.

დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს "საგარეჯოსთვის" წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება "მომსახურების ხარისხის წესების" დამტკიცების თაობაზე.