08.10.2020 რელიზი

8 ოქტომბერი, 2020
კომისიასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ და კომისიის ექსპერტებმა ფრანგ კოლეგებს გააცნეს წყალმომარაგების სექტორის სტრუქტურა და მისი განვითარების ისტორია.
შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს წყალმომარაგების სექტორის სატარიფო რეგულირების საკითხები. სემეკისა და AFD-ის წარმოადგენლები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ.