10.12.2021 რელიზი

10 დეკემბერი, 2021

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) დადებითად შეფასდა. მარეგულირებელი კომიისთვის მინიჭებული ISO 9001:2015-ის ფარგლებში, სააკრედიტაციო ავსტრიული ორგანიზაციის ,,ტუვ ავსტრიას“ (TÜV AUSTRIA CERT GMBH) მიერ, მიმდინარე წლის ნოემბერში პირველად ჩატარდა საზედამხედველო/საკონტროლო აუდიტი და გაიცა აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვით მარეგულირებელმა კომისიამ, როგორც ISO 9001:2015-ის სერტიფიკატის მფლობელმა ორგანომ, მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

აუდიტის დასკვნაში წერია: „ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS) სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან; მარეგულირებელ კომისიაში საქმიანობს ძალიან კომპეტენტური და მოტივირებული გუნდი; თანამშრომლებმა გამოავლინეს ხარისხის მენეჯმენტის სიტემის(QMS) კარგი ცოდნა; დოკუმენტაცია სწორად, სრულყოფილადაა შედგენილი და პროცესების შეფასება ხდება მაღალ დონეზე; ტოპ მენეჯმენტის საქმიანობა, საქმისადმი ერთგულება და მართვა მაღალ დონეზეა წარმოდგენილი“.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ISO 9001:2015 საერთაშორისო ხარისხის მართვის სერტიფიკატი 2020 წლის დეკემბერში მიენიჭა.