13.07.2023 რელიზი
13 ივლისი, 2023
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 25000 ლარით დააჯარიმა.
კომისიამ საჯარო სხდომაზე განიხილა დავა შპს „ბევრილი ჯგუფსა“ და სს „თელასს“ შორის. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა მიჩნეულ იქნა კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევად. შესაბამისად, კომისიამ სს „თელასის“ მიერ შპს „ბევრილი ჯგუფისთვის“ გატარების მომსახურების საფასურის დარიცხვა მიიჩნია უსაფუძვლოდ და კომუნალურ კომპანიას დაავალა ზედმეტად დარიცხული თანხის შპს „ბევრილი ჯგუფის“ სააბონენტო დეპოზიტზე დაბრუნება.