15.06.2022 რელიზი

15 ივნისი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს,  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართა - „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა, დარგის ადგილობრივმა და უცხოელი ექსპერტებმა.

კონფერენცია გახსნეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ, კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საინვესტიციო პოლიტიკასთან, განახლებადი ენერგიების ეფექტიან რეგულირებასთან, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ენერგეტიკის სექტორში დავებისა და მედიაციის პროცესის სტრატეგიული მენეჯმენტის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.