17.09.2020 რელიზი

17 სექტემბერი, 2020

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე გახდა. 17 სექტემბერს გამართულ გენერალური ასამბლეის სხდომაზე, აღნიშნულ პოზიციაზე მაია მელიქიძე ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩიეს. ასამბლეის სხდომას კომისიის მხრიდან ესწრებოდა თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოხატა მაია მელიქიძის კანდიდატურის მიმართ.   

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის კონსტიტუციით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობას, ბიუჯეტს და ახორციელებს ასოციაციის ფულადი სახსრების მართვის ფუნქციას. ამასთანავე, ასოციაციის თავმჯდომარე წარმართავს პრეზიდიუმისა და გენერალური ასამბლეის სხდომებს.

აღსანიშნავია, რომ მაია მელიქიძე 2018 წელს 2 წლის ვადით იყო არჩეული ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის პრეზიდიუმის წევრად. პრეზიდიუმი ასოციაციისაღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენს, რომელიციღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის მართვასთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან, ბიუჯეტთან და საწევროსთან დაკავშირებით; ამზადებს ფინანსურ ანგარიშებსა და წესებს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით; ქმნის კომიტეტებს და ნიშნავს სამდივნოს უფროსს და სხვა.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია ევროპისა და აზიის რეგიონისქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნიარიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.