21.07.2020 შეხვედრა ელექტრომობილების დამტენების რეგულირების საკითხებზე

21 ივლისი, 2020
დღეს კომისიაში ელექტრომობილების დამტენების რეგულირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გახსნა.
მონაწილეებმა განიხილეს ელექტრომობილების დამტენების რეგულირების კუთხით არსებული მდგომარეობა და მოსალოდნელი ცვლილებები. ელექტრომობილების დამტენი სადგურების წარმომადგენლებმა და მონაწილე სხვა ბიზნესკომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი ნორმების მნიშვნელობაზე.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად ელექტრომობილების დამტენი პუნქტების/სადგურების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირობები დაადგინოს.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შესაბამისად, ელექტრომობილების დამტენების გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მომხმარებლების, ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით. ქსელზე მიერთება ხდება წესებით დადგენილ ვადებში, ხოლო მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს კომპენსაციები მიერთების მსურველის სასარგებლოდ