22.05.2023 რელიზი
23 მაისი, 2023
კომისიის წევრმა მაია მელიქიძემ, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავჯდომარის რანგში, მონაწილეობა მიიღო IEEE Power Talks ენერგეტიკულ ფორუმში, რომელიც ომანის სასულთნოში გაიმართა. ფორუმის მიზანია ენერგოეფექტური ინოვაციების და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა მსოფლიოსთვის.
მაია მელიქიძემ წარადგინა პრეზენტაცია ევროპაში ენერგეტიკული ტრანზიტის პერსპექტივების შესახებ. ERRA-ს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა განახლებდი ენერგიების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე, ასევე ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებზე.