22.09.2022 რელიზი

23 სექტემბერი, 2022

  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებისთვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.

დავით ნარმანიამ სტუდენტებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები და პერსპექტივები, ისაუბრა რეგულირებად სექტორებში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმაზე, სატარიფო რეგულირებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.  

„მოხარული ვარ, რომ მზარდია სტუდენტების ინტერესი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების საკითხების მიმართ. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა და ამ კუთხით არსებული გამოწვევები, დიდ დაინტერესებას იწვევს სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდებში. მისასალმებელია, რომ მომავალი ეკონომისტებისთვის ენერგეტიკა არის ის დარგი, სადაც განიხილავენ თავიანთ მომავალ კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას. მარეგულირებელ კომისიაში საქმიანობს ISET-ის არაერთი კურსდამთავრებული, ახალგაზრდა ეკონომისტების ხედვები განსაკუთრებით საინტერესოა როგორც სატარიფო რეგულირების, ასევე ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების მიმართულებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ საჯარო ლექციის შედეგების შეფასებისას.