25.03.2020 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა.
ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება შეადგენს 1.2მლრდ კვტ/სთ-ს. კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობისა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.
თბოსადგური შედგება შემდეგი დანადგარებისგან: აირის ტურბოგენერატორი „21“ – 75 მგვტ ნომინამური სიმძლავრით, აირის ტურბოგენერატორი „22“ 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრითა და ორთქლის ტურბოგენერატორი 80 მგვტ ნომინალური სიმძლავრით.