27.10.2022 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ თბილისში მიმდინარე განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მაია მელიქიძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, რომლიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიების შესახებ პროექტები.
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია 26 ოქტომბერს გაიხსნა. კონფერენციას მარეგულირებელი კომისია მასპინძლობს, ხოლო ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო, (CEER) პროექტი - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).