29.12.2021 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები. ორივე კომპანიისთვის ტარიფები უცვლელი დარჩა.
კომისიამ დაადგინა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ - ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი დაადგინა. საფასურისა და ტარიფის დადგენა განხორციელდა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფია 7226 ლარი/დღე. სს
„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მომსახურების საფასურია:
დღით ადრე ბაზრისთვის:
- წლიური საფასური დაშვებისთვის - 6000 ლარი/წელი;
- წლიურის საფასური დამატებითი პორტფელისთვის - 1000 ლარი/წელი;
- ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის - 0.141 ლარი/მგვტ/სთ.
დღიური ბაზრისთვის:
- წლიური საფასური დაშვებისთვის - 2000 ლარი/წელი;
- წლიური საფასური დამატებითი პორტფელისთვის - 1000 ლარი/წელი;
- ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის - 0.120 ლარი/მგვტ.სთ.
ტარიფები და საფასური ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან.